რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია - სისხლიანი ღამის შემდეგ ხალხი ისევ პარლამენტთან იკრიბება
რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია - სისხლიანი ღამის შემდეგ ხალხი ისევ პარლამენტთან იკრიბება. დედაქალაქის ცენტრალური გამზირი ისევ ხალხით შეივსო და მოსალოდნელია, რომ დღეს პარლამენტთან იმაზე მეტი ადამიანი მივა, ვიდრე გუშინ.
შეკრებილებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: “ისინი აირჩია ოლიგარქმა და არა ხალხმა”.
უცნობია, იქნება თუ არა რუსთაველზე სიტყვით გამოსვლები, აქციის მონაწილეები ადგილზე საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან.