შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტები განცხადებას ავრცელებენ
საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებას 170 ორგანიზაცია აწერს ხელს, სადაც ნათქვამია, რომ "გუშინ საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ ფორმალურადაც მოუჭრა ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ მიმავალი გზა".
მათივე შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება მათი სფეროს უკუსვლასა და სტაგნაციას გამოიწვევს.
გუშინ საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ ფორმალურადაც მოუჭრა ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ მიმავალი გზა. სხვა ბევრ უმნიშვნელოვანეს სავალალო შედეგთან ერთად, ეს გამოიწვევს ჩვენი სფეროს უკუსვლასა და სტაგნაციას.
შეგახსენებთ, რომ არა დასავლური ინტელექტუალური თუ ფინანსური მხარდაჭერა, დღეს საქართველოში არ გვექნებოდა:
6 წლამდე ასაკის ბავშვთა მენტალური დარღვევების იდენტიფიცირების პროგრამა;
6 წლამდე ასაკის ბავშვთა მენტალური დარღვევების იდენტიფიცირების პროგრამა
ადრეული ინტერვენციის პროგრამა
ადრეული დენვერის მოდელი
ფლორთაიმის მოდელი
ABA თერაპიის პროგრამა
ადრეული ინკლუზიური განათლება ბაღებში
ინკლუზიური განათლება სკოლებში
დღის ცენტრების მომსახურება
პერსონალური ასისტენტის მომსახურება
რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა
ბინაზე მოვლის პროგრამა
სათემო საცხოვრებლის პროგრამა
საოჯახო ტიპის სახლის პროგრამა უსახლკარო და დედ-მამა გარდაცვლილი შშმ პირებისთვის.
შშმ მიტოვებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლები
ზრდასრულთა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა
ოკუპაციური თერაპია
ენისა და მეტყველების თერაპია
ფიზიკური თერაპია
და მრავალი სხვა.თითოეულ ამ მიმართულებას სჭირდება მუდმივი განახლება და გაძლიერება, რაც დასავლური დახმარების გარეშე წარმოუდგენელია. იმ ქვეყნებში, საითაც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გვექაჩებიან, არ იცავენ ადამიანის უფლებებს, იქ, სადაც არ არის დაცული ადამიანის უფლებები, არასდროს არ არის დაცული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები. ახლა ბრძოლის დროა. გთხოვთ, შემოგვიერთდეთ”, – ნათქვამია განცხადებაში.