ჭიჭინაძის ქუჩაზე სიტუაცია დაიძაბა - ისვრიან ბოთლებს, გამოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა

29.11.24 22:30
ჭიჭინაძის ქუჩაზე სიტუაცია დაიძაბა - ისვრიან ბოთლებს, გამოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.

ადგილზე სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ წინა პლანზე წყლის ჭავლის ავტომობილი განათავსეს.

პოლიციის თანამშრომლების გაღიზიანება განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის ხსენებამ გამოიწვია. 

ამის პარალელურად, გომელაურის უწყებამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები პოლიციას უპირისპირდებიან. შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. 

მსგავსი სიახლეები