ჭიჭინაძის ქუჩაზე გამაგრებულმა სპეცრაზმმა გაზის კაფსულა გაისროლა
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია დაიძაბა - ჭიჭინაძის ქუჩაზე სეპცდანიშნულების რაზმა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართულებით გაზის კაფსულა გაისროლა.
პროტესტის ავნგარდში მოქცეულ ადამიანებს სპეციალურმა სირენამ დაშლისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ თუ ტერიტორიას არ გაათავისუფლებენ, დაარბევენ.
გაზის კაფსულის გასროლას წინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. პოლიციის თანამშრომლების გაღიზიანება განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის ხსენებამ გამოიწვია.
ამის პარალელურად, გომელაურის უწყებამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები პოლიციას უპირისპირდებიან. შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.