იურისტს სახის არეში რეზინის ტყვია დამიზნებით ესროლეს

29.11.24 23:33
იურისტს სახის არეში რეზინის ტყვია დამიზნებით ესროლეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იურისტი საბა ბრაჭველი დაშავდა - როგორც საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს, სპეცდანიშნულების რაზმმა თვალის მიდამოში რეზინის ტყვია ესროლა. 

იურისტი აღნიშნავს, რომ მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ჩიტაძეზე გადამიღო რამდენიმე პოლიციელმა ფოტო/ვიდეო, ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა, მოვშორდით აქაურობას, ჭიჭინაძე/ინგოროყვაზე ავედით და იქ ჩვეულებრივად დგომის დროს, სპეცრაზმიდან მიმიმუმ 100 მეტრის დაშორებით, დამიმიზნეს და ტყვია მომარტყეს.

მადლობა რეფლექსებს, რომ თვალზე ყველაფერი წესრიგშია, წარბს და ლოყას რა უშავს. მადლობა მოკითხვისთვის ყველას. ავალ ახლა უკან და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რო  შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia თქვენი ძაღლების არავის ეშინია, არავის.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება. ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩაზე წყლის წავლით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა დაიწყეს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართებით პარლამენტის ეზოდან წყლის ჭავლს უშვებენ.

შეგახსენებთ, საპროტესტო ტალღამ გუშინ იფეთქა. თბილისში, 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.