რობოკოპები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან - დაკავებულებს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ

29.11.24 23:50
რობოკოპები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან - დაკავებულებს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმები მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორ კაცს წიხლი ჩაარტყეს, მიწაზე დააგდეს და ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. დაკავებულებს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება. ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩაზე წყლის წავლით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა დაიწყეს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართებით პარლამენტის ეზოდან წყლის ჭავლს უშვებენ.