"ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტს" - TI

30.11.24 00:08
"ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტს" - TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებს კატეგორიულად გმობს. 

TI პოლიციის დანაყოფებს მოუწოდებს, "არ შეასრულონ არალეგიტიმური მთავრობის უკანონო ბრძანებები".

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტს. მოვუწოდებთ პოლიციის დანაყოფებს არ შეასრულონ არალეგიტიმური მთავრობის უკანონო ბრძანებები და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება. ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩაზე წყლის წავლით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა დაიწყეს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართებით პარლამენტის ეზოდან წყლის ჭავლს უშვებენ