დაპირისპირება ბათუმში - არიან დაკავებულები, შეუძლოდ გახდა რამდენიმე პირი

30.11.24 00:17
დაპირისპირება ბათუმში - არიან დაკავებულები, შეუძლოდ გახდა რამდენიმე პირი

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავეს. 

ამასთან, ადგილზე რამდენიმე პირი შეუძლოდაც გახდა. 

ამ დროისთვის პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები მთავრობის სახლთან იმყოფებიან, სადაც სპეცდანიშნულების რაზმებია განლაგებული. 

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება. ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩაზე წყლის წავლით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა დაიწყეს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართებით პარლამენტის ეზოდან წყლის ჭავლს უშვებენ. სპეცრაზმელები ადამიანებს ძალის გამოყენებით დედაქალაქში მიმდინარე აქციაზეც აკავებს.