ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრება

20.03.21 10:20
ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრება. ამის შესახებ ტიკარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ის აცრას ჩინური ვაქცინით აპირებდა, თუმცა გეგმები შეიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მისი მიზანია მოქალაქეები, ვაქცინის სანდოობაში დაარწმუნოს. 

ცნობისთვის, AstraZeneca-ს ვაქცინით უკვე აიცრა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.