შევჩენკოს ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბექა ბასილაია დააკავეს
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - შევჩენკოს ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმმა, სავარაუდოდ, ადვოკატი ბექა ბასილაია დააკავა.
ხარებას რაზმის წევრებმა უფლებადამცველს, სავარაუდოდ, ხელბორკილები "ტვ პირველისთვის" ინტერვიუს მიცემის შემდეგ, რამდენიმე წუთის მოგვიანებით დაადეს.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირი ცრემლსადენი გაზის ალშია გახვეულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, აქციაზე სულ მცირე 4 პირია დაკავებული.