"ჩემი 17 წლის შვილი სცემეს და დაიჭირეს, ვერ ვპოულობ ცოლს და ძმიშვილს" - იურისტი

30.11.24 01:00
"ჩემი 17 წლის შვილი სცემეს და დაიჭირეს, ვერ ვპოულობ ცოლს და ძმიშვილს" - იურისტი

იურისტი ტატო ქელბაქიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს მისი არასრულწლოვანი შვილი სცემეს და შემდეგ დააკავეს.

ჩემი 17 წლის შვილი ცემეს და დაიჭირეს. ვერ ვპოულობ ცოლს და ძმიშვილს.", - წერს იურისტი.

ფოტო - IPN 

ამ წუთებში რუსთაველის გამზირი ცრემლსადენი გაზის ალშია გახვეულია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, აქციაზე სულ მცირე 6 პირია დაკავებული.