დემონსტრანტებისთვის რუსთაველის თეატრის კარი გააღეს

30.11.24 03:06
დემონსტრანტებისთვის რუსთაველის თეატრის კარი გააღეს

რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსთაველის თეატრის კარი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დარბეული აქციის მონაწილეებისთვის გააღეს.

ყველას გადაეცით, რომ რუსთაველის თეატრის კარი ამ წუთებში ღიაა და ნაცემი და დახუთული “უსამშობლოები”აფარებენ თავს იმიტომ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო თეატრი  ეკუთვნის ხ ა ლ ხ ს !!!! და მორჩა!!!!" - წერს დათა თავაძე.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირი ნახევარი საათის განმავლობაში ცრემლსადენი გაზის ალში იყო გახვეულია. ახლა კი სპეციალური დანიშნულების რაზმები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. ადგილზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, გომელაურის უწყების თანამშრომლები დაკავების სერიებს აწარმოებენ.