მტკივნეულია ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი - ქოჩორას სოლიდარობა აქციის მონაწილეებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ფოტოს აზიარებს.
მტკივნეულია ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი - წერს სპორტსმენი.
„საქართველო იმსახურებს ერთობას და სამართლიანობას. მტკივნეულია ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული“, - წერს გიორგი ქოჩორაშვილი "ინსტაგრამზე".