მზარდად ავტოკრატიული მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო აქციებმა მოიცვა - CNN

30.11.24 03:39
მზარდად ავტოკრატიული მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო აქციებმა მოიცვა - CNN

გავლენიანი გამოცემა CNN საქართველოში აგორებულ საპროტესტო ტალღაზე წერს - გამოცემა აღნიშნავს, რომ "საქართველო საპროტესტო გამოსვლებმა მას შემდეგ მოიცვა, რაც მისმა მზარდად ავტოკრატიულმა მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს აჩერებს".

მთავრობის გადაწყვეტილებამ სწრაფად გამოიწვია საპროტესტო აქციები დედაქალაქ თბილისში, სადაც დემონსტრანტები პოლიციის თანამშრომლებს "რუსების მონებს" ეძახდნენ. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ხოლო სპეცრაზმელები ცალკეულ პირებს სცემდნენ.

[...]

ქვეყნის პროდასავლური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის თქმით, პოლიციის სამიზნე ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები იყვნენ.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოცნებამ არაერთხელ დაარწმუნა ამომრჩევლები, რომ მზად არის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს - ამას ქართველების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს. არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა ევროკავშირის მოლაპარაკებებს დღის წესრიგიდან ამოიღებს და უარს იტყვის ბლოკის საბიუჯეტო გრანტებზე 2028 წლამდე", - წერს CNN.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირი ნახევარი საათის განმავლობაში ცრემლსადენი გაზის ალში იყო გახვეულია. ახლა კი სპეციალური დანიშნულების რაზმები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. ადგილზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, გომელაურის უწყების თანამშრომლები დაკავების სერიებს აწარმოებენ.