სპეცრაზმმა ჯიპიდან სამი ახალგაზრდა გამოათრია და ფიზიკურად გაუსწორდა (კადრები აქციიდან)

30.11.24 04:20
სპეცრაზმმა ჯიპიდან სამი ახალგაზრდა გამოათრია და ფიზიკურად გაუსწორდა (კადრები აქციიდან)

 

 

რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებების სერია განაახლეს.

რამდენიმე წუთის წინ, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მიმდებარედ, ავტომობილში, Jeep Wrangler-ში მყოფი სამი პირი გამოათრიეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე ნიღბიანებმა წიწაკის სპრეი ავტომობილში შეასხეს, შემდეგ ერთ-ერთი პირი გამოათრიეს, წიხლებით შედგნენ და სამივე მათგანი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.