"ჩვენ რუსეთში არ შევალთ" - ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია ამერიკაში

30.11.24 05:08
"ჩვენ რუსეთში არ შევალთ" - ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია ამერიკაში

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციას მართავენ - საზღვარგარეთ მყოფი ადამიანები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე, აპროტესტებენ.

პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანების მთავარი გზავნილი კი ასეთია - "ჩვენ რუსეთში არ შევალთ, უკან აღარ დავბრუნდებით". ამასთან, შეკრებილები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მშვიდობიან დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალას გმობენ და მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებენ.

მსგავსი სიახლეები