"აქ მოღალატეები მუშაობენ" - საპროტესტო აქცია ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს წინ

30.11.24 05:31
"აქ მოღალატეები მუშაობენ" - საპროტესტო აქცია ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს წინ

ამერიკის დედაქალაქში, საქართველოს საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. ქართველი ემიგრანტები საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მათი თქმით, გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ. 

ქართველი ამერიკელები და საქართველოს ამერიკელი მეგობრები მომდევნო კვირიდან გეგმავენ, ამერიკელ კანონმდებლებთან, როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში შეხვედრას და მათგან მოითხოვენ საქართველოსთან დაკავშირებით ინიცირებული ორი საკანონმდებლო ინიციატივის, "მეგობარი აქტისა" და "ქართველი ხალხის აქტის" დროულ განხილვას და მათ ამოქმედებას.  

აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ უნდა ამოქმედდეს სანქციები ქართველი ოფიციალური პირების მიმართ. 

აქცია 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა ვაშინგტონში და ამ დროის განმავლობაში ისინი მოითხოვდნენ საქართველოს ელჩთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრას. ელჩი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა, თუმცა მზად იყო, აქციის ოთხ მონაწილეს შენობაში შეხვედროდა, რაზეც მან უარი მიიღო.

"მოღალატეები მუშაობენ აქ" - ეს იყო ერთ-ერთი ლოზუნგი, რომელსაც აქციის მონაწილეები საელჩოს წინ სკანდირებდნენ.