გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე თორნიკე ჭელიძე დააკავეს

30.11.24 06:09
გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე თორნიკე ჭელიძე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმებმა პოეტი თორნიკე ჭელიძე დააკავეს.

ფოტო - IPN

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ბოლო რამდენიმე საათია, გადაკეტილია. საქართველოს მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების საკითხს აჩერებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 29-30 ნოემბერს სპეციალურ ცხელ ხაზზე 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია.

28-29 ნოემბერს საპროტესტო აქციებზე გომელაურის უწყებამ 43 მომიტინგე დააკავა. ბოლო ორი ღამეა, გდდ-ის სამიზნე მედიის წარმომადგენლები არიან.