აქციის მონაწილეები რობოკოპებმა ალყაში მოაქციეს - დაიწყო ხმაურიანი დაკავებების სერია

30.11.24 06:18
აქციის მონაწილეები რობოკოპებმა ალყაში მოაქციეს - დაიწყო ხმაურიანი დაკავებების სერია

 

 

06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას" ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და "თავისუფლების მოედნიდან" ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები. 

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. 

აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. 

ბოლო 24 საათზე მეტია, საქართველოს მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების საკითხს აჩერებს.

  • დარბევამდე გაკეთებული განცხადების მიხედვით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 29-30 ნოემბერს სპეციალურ ცხელ ხაზზე 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია.
  • 28-29 ნოემბერს საპროტესტო აქციებზე გომელაურის უწყებამ 43 მომიტინგე დააკავა. ბოლო ორი ღამეა, გდდ-ის სამიზნე მედიის წარმომადგენლები არიან.