სპეცრაზმი ძირს დაგდებულ ახალგაზრდას წიხლებს ურტყამს - უმძიმესი კადრები დარბევის ეპიცენტრიდან
უმძიმესი კადრები, რომელიც მშვიდობიანი აქციის დარბევას ასახავს - მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას იყენებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ხარებას რაზმის წარმომადგენლები ჯგუფურად ახალგაზრდებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის ერთი მონაწილე ჯგუფურად სცემეს, მიწაზე დააგდეს და შემდეგ დააკავეს, ხოლო მეორე მონაწილეს სასტიკად გაუსწორდნენ, წიხლებით შედგნენ და ქუჩაში უგონო მდგომარეობაში დატოვეს.
ნაცემ ახალგაზრდას პირველადი დახმარება ცნობილმა ქართველმა მსახიობებმა, ნანკა კალატოზიშვილმა და გიორგი ბახუტაშვილმა აღმოუჩინეს.
კადრებში არსად ჩანს სასწრაფო დახმარების ბრიგადები.