"ფორმულას" ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძეს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ
ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, მის ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძეს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.