აქციაზე მსახიობი, ონისე ცხადაძე დაშავდა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ახალი შაბათის შოუს" მსახიობი, ონისე ცხადაძე დაშავდა - კადრებით ირკვევა, რომ მსახიობს დაზიანება თავის არეში აღენიშნება.
ონისე ცხადაძეს სასწრაფო დახამრების ეკიპაჟმა სამედიცინო დამხარება გაუწია.
06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.