შეშფოთებული ვართ რეპრესიების შესახებ ცნობებით - საფრანგეთის საგარეო უწყება

30.11.24 10:57
შეშფოთებული ვართ რეპრესიების შესახებ ცნობებით - საფრანგეთის საგარეო უწყება

საქართველოში არსებულ ვითარებას და საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის ფაქტს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"საფრანგეთი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიების შესახებ  ცნობებით და მოვუწოდებთ პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას." - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ქართველ ხალხთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებასა და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს.