იზოლატორები დასისხლიანებული მომიტინგეებით არის გადავსებული - ადვოკატების თქმით, უმეტესობა ნაცემია

30.11.24 11:20
იზოლატორები დასისხლიანებული მომიტინგეებით არის გადავსებული - ადვოკატების თქმით, უმეტესობა ნაცემია

იზოლატორები დასისხლიანებული მომიტინგებით არის გადავსებული. თუმცა დაკავებულების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათ მხოლოდ თბილისის იზოლატორებში ვერ ატევენ, ამიტომ ნაწილი ახლა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მანქანებში ჰყავთ, ნაწილი რეგიონებში გადაჰყავთ, ნაწილი კი პირდაპირ სასამართლოში.  

ადვოკატები და ოჯახის წევრები დაკავებულებს იზოლატორ-იზოლატორ ეძებენ. მათ კი ვინც მომიტინგეები იზოლატორებში მოინახულა ამბობენ, რომ დაკავებულებების უმეტესობა ნაცემია. 

მოვინახულე დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც დააკავეს აქციების მიმდინარეობისას. მისი განმარტებით, დაკავების დროს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ვიზუალური დათვალიერებითაც, სახის არეში აღენიშნება სიწითლეები და ნაკაწრები, უჩივის წელის ტკივილს. სავარაუდოდ არის დაბეჟილობა ან სხვა, რაიმე პრობლემა. აქ კი მოახდინეს სამედიცინო შემოწმება, მაგრამ მაინც მოვითხოვეთ, რომ იყოს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პარლამენტის უკან მოხდა მისი დაკავება, როგორც თვითონ აღნიშნავს დაშლის მომენტში, არ შეუძლია ამოცნობა ი პირების, ვინც აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფა. მაქვს ინფორმაცია, რომ სიღნაღის, თელავის და საგარეჯოს დროებით იზოლატორშიც გადაჰყავთ'' - ამბობს ადვოკატი.

სისხლიანი ნოემბრის კიდევ ერთ ღამეს 107 ადამიანი დააკავეს. ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა საკუთარი თანატოლი, ევროპის მცველები არაადამიანური ძალადობისთვის გაიმეტეს. კადრებში ჩანს და მთელმა საქართველომ ნახა, რომ ქუჩაში გასულ ერთ მომიტინგეს მინიმუმ სამი სპეცრაზმელი წიხლებს სახეში და მთელ ტანზე ურტყავდა. ზოგიერთ მომიტინგეს სახის ძვლები აქვს დალეწილი, ზოგს თავი აქვს გატეხილი. ზოგიერთს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ჩიხებში დევინდნენ ყველას, ვისი დაკავებაც რუსთაველზე ვერ შეძლეს.