უნდათ, რომ ჟურნალისტები მოგვგუდონ, გვცემონ, დაგვარბიონ, დაგვასისხლიანონ - ინგა გრიგოლია
უნდათ, რომ ჟურნალისტები მოგვგუდონ, გვცემონ, დაგვარბიონ, დაგვასისხლიანონ -ინგა გრიგოლია, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას გმობს.
ტელეწამყვანი გუშინ ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც აქციაზე დაშავებული მარიამ გაფრინდაშვილი გადაიყვანა სასწრაფომ.
მე, რომ ვნახე მარიამის კადრები გადაღებული ძირს დაგდებული ვიყავი შოკში. მე, რომ ვნახე გუკას კადრები, როგორ გამეტებით დააგდო იმ ვიღაც ნაძირალა სპეცრაზმელმა მართლა ვიფიქრე, რომ როგორ სიკვდილს გადაურჩათქო. ეს მიკროფონი ავტომატურად ნიშნავს, იმას რომ შენ ხარ მიზანში ამოღებული. ესე დააყენეს საკითხი, ან ჩვენ უნდა გავქრეთ ამ ქვეყნიდან აღარ უნდა ვარსებობდეთ, უნდა მოგვგუდონ, უნდა გვცემონ, უნდა დაგვარბიონ, დაგვასისხლიანონ'', - ამბობს ინგა გრიგოლია.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ 20-ზე მეტ ჟურნალისტს.
30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.
შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.