"ჟურნალისტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - მედიის წარმომადგენლების აქცია ქუთაისში

30.11.24 12:15
"ჟურნალისტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - მედიის წარმომადგენლების აქცია ქუთაისში

"ჟურნალისტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება"; "მოგვეცით უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება," - ამ  ლოზუნგით ქუთაისში  ჟურნალისტებმა აქცია გამართეს.

მედიის წარმომადგენლები, თბილისში აქციის დროს, კოლეგებზე განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს  საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ 20-ზე მეტ ჟურნალისტს.