მანქანიდან დაკავებული ყვიროდა, რომ ჰქონდა ტვინის შერყევა, მივედი და პოლიციამ ფანჯარას აუწია - ლაშა ტყეშელაძე

30.11.24 13:27
მანქანიდან დაკავებული ყვიროდა, რომ ჰქონდა ტვინის შერყევა, მივედი და პოლიციამ ფანჯარას აუწია - ლაშა ტყეშელაძე

ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან მანქანაში მყოფი დაკავებულები სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. 

მანქანიდან დაკავებული ყვიროდა, რომ ჰქონდა ტვინის შერყევა და თავისი ძლიერი ტკივილები, მივედი და ფანჯარას აუწიეს - ამბობს ლაშა ტყეშელაძე. 

იზოლატორში სანამ შეხვალ არის ძალიან დიდი რიგი, რადგან ადამიანები დაკავებულები არიან და ამ მომენტშიც არ არიან შესახლებულები. აღენიშნებათ სხვადასხვა დაზიანებები, სისხლის კვალი და პირდაპირ ეტყობათ, რომ ეს ადამიანები ნაცემები არიან. როდესაც მათ გავესაუბრე მათ თქვეს, რომ კი მათზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება, ოღონდ ეს ადამიანები არ იყვნენ ვინც არიან დამკავებლები უშუალოდ არამედ, იძალადა იმ კრიმინალმა პოლიციელებმა პირდაპირ დავალებით, რომ ეძალადა თავისუფალ ადამიანებზე. მეორე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც შემოვდიოდი, რომ მომენახულებინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ვნახე, რომ მანქანიდან ადამიანი ყვიროდა, რომ იყო ცუდად ჰქონდა ტვინის შერყევა და, ომ არ გამეგო მას ფანჯრებიც კი აუწიეს. არ ვიცი რატომ იქცევიან ესე არაადამიანურად, მაინც გავიგე მისი სახელი და გვარი ეს არის ავთანდილ ტიტვინიძე, რომელიც ამბობდა, რომ ჰქონდა ტვინის შერყევა, რომელიც ამბობს რომ ჰქონდა თავის ტკივილები და სასწრაფოდ ჩაუტარდეს მას სამედიცინო მომსახურება ეს არის გარანტირებული უფლება, რომელიც ადამიანს არ უნდა შეეზღუდოს'', -ამბობს ლაშა ტყეშელაძე.

თბილისის იზოლატორებში ადგილები აღარ არის - დაკავებულების ნაწილი რეგიონებში ჰყავთ, ნაწილი ახლა გადაჰყავს, ნაწილი კი ჯერ კიდევ საპოლიციო მანქანებშია განთავსებული.

30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები. 

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.

შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.