აქციაზე დაკავებული დავით გოგილაშვილი მცხეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი
"პირველების" ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული დავით გოგილაშვილი მცხეთის სამედიცინო ცენტრში გადაყვანილი - მომიტინგეს თავის ტრამვა აქვს და სახეზე დაზიანებები აღენიშნება. როგორც ოჯახი ამბობს, ახალგაზრდა ხელწერილით უშვებენ.
ამ წუთებში, გოგილაშვილს მცხეთაში გამოკვლევები უტარდება და ამის შემდეგ ოჯახი მას თბილისში წამოიყვანს.
თბილისის იზოლატორებში ადგილები აღარ არის - დაკავებულების ნაწილი რეგიონებში ჰყავთ, ნაწილი ახლა გადაჰყავს, ნაწილი კი ჯერ კიდევ საპოლიციო მანქანებშია განთავსებული.
30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.
შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.