მომიწოდებენ, ჩვენება მიმეცა, რომ დაზიანებები დაპატიმრებამდე მივიღე, ასევე მოუწოდებენ სხვებსაც - ზვიად რატიანი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 ნოემბრის საღამოს და 29 ნოემბრის გამთენიისას დარბევის დროს დაკავებული 47 აქტივისტიდან, 23-ის პროცესი დღეს იმართება.
მოსამართლემ ზვიად რატიანის საქმეზე პროცესი შუამდგომლობის საფუძველზე გადადო. პოეტი "პირველებთან" ყვება, თუ როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ გომელაურის რაზმის წარმომადგენლები.
პირველი სკოლისა და პარლამენტის გასწვრივ ვიყავი და შემათრიეს, როგორც იციან ხოლმე სპეცრაზმის შიგნით და მირტყეს ბევრი. მერე ამოვყვინთე ჭიჭინაძის ქუჩაზე თითქმის ბოლოში. მანქანაშიც, ასევე მცემეს. ხალხი იდგა სკანდირებდნენ და მეც იქ ვიყავი ესე ხმამაღლა ყვირილი არ მიყვარს უბრალოდ დავდექი, როცა მოიწიეს, გმირობანას კი არ ვთამაშობ, უბრალოდ ახალგაზრდებს, რომ ვხედავ წინ ვდგები. ახლაც ეგრე ვიყავი უკნიდან შემათრიეს, ვერც დავინახე. აგნებინებდა და მირტყამდნენ, დერეფანივით იყო და იქ ყველა გირტყამდა. მე ვიყავი მეორე, ვინც მიიყვანეს ვარკეთილში მგონი, კარგად ვერ ვხედავდი. ჩემამდე ერთი იყო და მერე მოამატეს და საღამოს საათებში მოამატეს. მე იქ მომიწოდებენ, რომ ჩვენება მიმეცა, რომ დაზიანებები მივიღე დაპატიმრებამდე, ასევე მოუწოდებენ სხვებსაც 1-2 თანდათან სამწუხაროდ დაუწერა, რომ კიბეზე დავგორდიო'', - ამბობს ზვიად რატიანი.