სპეცრაზმელმა მითხრა, ჟურნალისტი რომ ხარ მაგიტომ გაგინებო და გააგრძელეს ჩემი ცემა - ქეშელაშვილი კლინიკიდან გაწერეს

30.11.24 14:49
სპეცრაზმელმა მითხრა, ჟურნალისტი რომ ხარ მაგიტომ გაგინებო და გააგრძელეს ჩემი ცემა - ქეშელაშვილი კლინიკიდან გაწერეს

გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტი, რომელცი აქციაზე სასტიკად ცემეს საავადმყოფოდან გამოწერეს. ალექსანდრე ქეშელაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა. 

ქეშელაშვილი იხსნებეს, რომ ის მიზანმიმართული ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. ნიღბიანი რაზმის წევრებმა საპოლიციო კოლიდორში გაატარეს და როგორც თავად ამბობს, ყველა ურტყავდა. 

გამიკეთდა ცხვირზე ოპერაცია, იმიტომ რომ მრავლობითი მოტეხილობა მქონდა. დღეს გამწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ მაინც წოლითი რეჟიმი მაქვს გამოწერილი. რამდენიმე დღე მაინც უნდა ვიწვე და შემდეგ ისევ გადავიმოწმო ტვინის შერყევა, ხომ არ განმივითარდა. ჭიჭინაძის ქუჩზე ვიყავი, ვმუშაობდი და გამოცვივდნენ ეს ნიღბიანი პირები მოქალაქეების დასაკავებლად. მეც ვიყავი სხვა ჟურნალისტებთან ერთად და ცოტა დაბლა ვიდექი. ვცადე უკან დახევა, მაგრამ უცებ ვიღაცამ შემითრია და წამებში აღმოვჩნდი ალყაში, ამ ნიღბიანი პირების, არ იყო საპატრულო პოლიცია და დამიწყეს ცემა, ძირითადად სახის არეში. ხელებით, მუშტებით, ფეხებით. რამდენჯერმე დავეცი, ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ, კამერას ვაჩვენებდი. წამართვეს კამერა, ბეიჯი, აირწინაღი, ჩაფხუტიც ბოლოს. და ესე ცემა- ცემით ამატარეს. ძალიან თვალში საცემი იყო, რომ ვიყავი ჟურნალისტი და თან მაშინვე დავიძახე, რომ ჟურნალისტი ვარ მეთქი და გავიგე, რომ ჰოდა ჟურნალისტი, რომ ხარ მაგიტომ შემაგინეს და გააგრძელეს ჩემი ცემა. რამდენიმე წამში, გავიგე რომ ჟურნალისტი, რომ ხარ მაგიტომ. ვცდილობდი, რომ ხელებით დამეფარა სახე, მაგრამ ხელებსაც მიკავებდნენ და მირტყამდნენ'', - ამბობს ალექსანდრე ქეშელაშვილი.