გურამ როგავა და გერმანელი ჟურნალისტი კლინიკაში რჩებიან - როგორია კლინიკაში მყოფი დაშავებულების მდგომარეობა
"ტვ პირველის" ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა ინგოროყვას კლინიკა უკვე დატოვა, კლინიკაში მკურნალობას აგრძელებენ და რჩებიან "ფორმულას" ჟურნალისტი გურამ როგავა და გერმანელი ჟურნალისტი.
ექიმის თქმით, ჟურნალისტების მდგომარეობა, ამ მომენტისათვის არის სტაბილური.
მარიამი დატოვებს რამდენიმე წუთში კლინიკას, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. გურამი დარჩება ორშაბათამდე, ვინაიდან მას მეთვალყურეობა სჭირდება ყბა - სახის ქირურგებიდან, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გერმანელი ჟურნალისტის თაობაზე მოგახსენებთ, რომ ასევე სამშაბათამდე დარჩება კლინიკაში, მისი მდგომარეობაც არის სტაბილური. სხვა დანარჩენმა 4 პაციენტმა დატოვა კლინიკა, არის 2 პაციენტი, რომელსაც უტარდება კვლევები. გურამს აქვს 2სანტიმეტრიანი ჭრილობა, რომელიც გაკერილია, ამ წუთს მას აქვს დაფიქსირებული კისრის მალები, ვინაიდან არის მეშვიდე მალის რკალოვანი მოტეხილობა, რათა არ მოხდეს ცდომა, მან შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა ატაროს საყელო. სხვა დანარჩენი მისი დაზიანება, ამ მომენტისთვის ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.
მარიამს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში, კანქვეშა ჰემატომა, რომელიც დამუშავდა, გაიკერა და დაედო ნახვევი'', - ამბობს ექიმი.