რესტორანი ''კაკლები'', სადაც ანტიევროპული გადაწყვეტილების შემდეგ "ოცნება" ქეიფობდა, განცხადებას ავრცელებს
რესტორანი ''კაკლები'', სადაც ანტიევროპული გადაწყვეტილების შემდეგ "ოცნება" ქეიფობდა, განცხადებას ავრცელებს.
"არ შეგვიძლია გიმასპინძლოთ და თვალები დავხუჭოთ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. რესტორანი დაკეტილია. საქართველოს მომავალი ევროპაშია." - ნათქვამია რესტორნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ, სადაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების საკითხის დაყენებაზე უარი თქვა, ივანიშვილის პარტიის ლიდერები რესტორანში შეიკრიბნენ.
კადრებში, რომელიც "პირველების" კორესპონდენტმა ექსკლუზიურად გადაიღო, პრემიერთან ერთად მისი მთავრობის წევრებიც ჩანან. მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, კულტურის ახალი მინისტრი თინათინ რუხაძე, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და ა.შ.
არცერთმა მათგანმა "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. მეტიც, პრემიერის დაცვა, ცდილობდა ლიზა ლასარეიშვილი პრემიერს არ მიახლოებოდა.