''ქართული ოცნება“ გავიდა საკონსტიტუციო ჩარჩოდან - საქართველოს ეროვნული პლატფორმა
საქართველოს ეროვნული პლატფორმა განცხადებას ავრცელებს და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით "ოცნების" გადაწყვეტილებას გმობს.
პლატფორმა მოუწოდებს ძალოვან სტრუქტურებს, იმოქმედონ კანონმდებლობის ჩარჩოში.
სამართალდამცავები არაადამიანური მეთოდების გამოყენებით უსწორდებოდნენ და აკავებდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენდნენ მასმედიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ობიექტურად აშუქებდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილ სამართალდარღვევებს. ამგვარმა ქმედებამ მოქალაქეების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია და დღეს, 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციამ დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაცილებით მასშტაბური ხასიათი შეიძინა. ჩვენ ვგმობთ მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნის ევრო ინტეგრაციული პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით და მოუწოდებთ ძალოვან სტრუქტურებს, იმოქმედონ კანონმდებლობის ჩარჩოში. საქართველოს ეროვნული პლატფორმა და მისი ორგანიზაციები ქართველ ხალხთან ერთად დაიცავს დემოკრატულ ფასეულობებს და ყველაფერს გააკეთებს საქათველოს ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის'', - წერია განცხადებაში.