ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაიფიცა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები გაიფიცნენ. სტუდენტებმა დღეს, უარი თქვეს რუსეთის ისტორიის გამოცდაზე გასვლაზე და მოუწოდეს სხვა სტუდენტებს შეურთდნენ მათ.
ერთად დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი - ეუბნებიან გაფიცულები სხვა სტუდენტებს.