მუდმივად ვიღებდი მუქარებს ''ოცნების'' მხრიდან, მაგრამ არ მეგონა თუ ამ ფორმით აასრულებდნენ - გურამ როგავა
აქციაზე სასტიკად ნაცემი "ფორმულას" ჟურნალისტი, გურამ როგავა ამ დრომდე კლინიკაში რჩება. როგორც ჟურნალიტმა "მედიასთან" განაცხადა, ის მუდმივად იღებდა მუქარებს ''ქართული ოცნების'' მხრიდან.
"არ მეგონა თუ ამ მუქარის ასრულებას ასეთი ფირმით მოახერხებდნენ" - ამბობს გურამ როგავა.
ექიმები ამბობენ, რომ ბეწვზე ვარ გადარჩენილი, რომ არ დავკარგე მგრძნობელობა ოთხივე კიდურში, იყო ამის საფრთხე. ის დაზიანება, რაც მაქვს ქმნიდა ამის რისკებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ჩემი დაკვირვება. ომი, კონფლიქტი გამიშუქებია, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებში და ასეთი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ არ მახსენდება. უკნიდან მოპარვით, ადამიანის გაწირვა არ ვიცი. მუდმივად ვიღებდი მუქარებს ''ქართული ოცნების'' მხრიდან, მაგრამ არ მეგონა თუ ამ მუქარის ასრულებას ასეთი ფირმით მოახერხებდნენ. მადლობა ჩემს კოლეგებს, ვინც სოლიდარობა გამომიცხადა. ძალიან ვწუხვარ იმ კოლეგების გამო, ვინ ვერ გაბედა და ეთერში ჩემი ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოს გაშვება ვერ გაბედა, უბრალოდ ვწუხვარ, რომ დღეს ასეთ რეალობაში ვართ'', - ამბობს გურამ როგავა.