კონსულტაციები ორბელიანების სასახლეში - მესამე სექტორის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან
ევროპარლამენტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგს უარყოფს და მთავრობას ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს - ამ თემებზე სასაუბროდ ათონელის რეზიდენციაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ''ჩემი ხმის'' სადამკვირვებლო მისიის წევრები პრეზიდენტთან შეხვედრას მმართავენ.
ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტი და მესამე სექტორის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაურის განცხადებით საქართველოს პრეზიდენტი ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალია და მას დიდი და მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან. ეს კრიზისი ცალსახად შექმნა მმართველმა პარტიამ. მათ მიიტაცეს ხალხის ხმები, მათ მიიტაცეს ძალაუფლება. ისინი არიან აბსოლუტურად არალეგიტიმურები, როდესაც ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი გვყავს საქართველოს პრეზიდენტის სახით. რა თქმა უნდა მისი როლი ამ ყველაფერში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მას აქვს, ძალიან დიდი ნდობა საზოგადოების მხრიდან. მან გააკეთა ძალიან ბევრი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და ჩვენი მხრიდან, ჩვენ მას გამოვუხატავთ იმ მხარდაჭერას და გვერდში დავუდგები ყველა ინიციატივაში.'', - ამბობს ეკა გიგაური.