ადვოკატები სისხლიან ღამეს დაკავებულებს სასამართლოს დარბაზებში ეძებენ
სრული ქაოსი საქალაქო სასამართლოში - ადვოკატები ამ დრომდე სისხლიან ღამეს დაკავებულ მომიტინგეებს ერთი დარბაზიდან მეორეში ეძებენ. იზოლატორებიდან იმდენად სწრაფად გადაიყვანეს მომიტინგეები პროცესებზე, რომ უფლებადამცველებს არც ინფორმაცია მიაწოდეს დროულად და ვერც მტკიცებულებების შეგროვება მოასწრეს. ხუთი დაკავებულის საქმეზე პროცესი ახლა რამდენიმე საათით არის გადადებული.
საქართველოს ხელისუფლებამ, უფრო სწორედ არ აღიარებულმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას გამოუცხადა ომი. ეს ომი დგას, მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე და რეპრესიულ მანქანაზე. ჩვენი მოვალეობის და პროფესიული ვალდებულების ფარგლებში დავეხმაროთ ყველა დაკავებულს. რასაც ვაკეთებთ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, იურისტები, ადვოკატები 24 საათის განმავლობაში ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ დაკავებულები, რომლების ნახვის უფლებასაც არ გვაძლევენ. ამ ადამიანებს აქვთ მიყენებული, ძალიან ბევრი ფიზიკური დაზიანება. არის ხოლმე შემთხვევები როდესაც ეს ადამიანები არ გადაჰყვათ კლინიკებში და შესაბამისად სჭირდებათ იურიდიული დახმარება და უფლებების დაცვა განსაკუთრებით იმ მოცემულობაში, როდესაც ისინი იმყოფებიან პოლიციის კონტროლის ქვეშ'', - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
თითქმის ყველა დაკავებული იხსენებს, რომ ისინი ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს, შემდეგ კი ნიღაბს ამოფარებული სპეცრაზმელები მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ და აგინებდნენ.