პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსულ სახალხო დამცველს ხალხი პროტესტით შეხვდა

30.11.24 17:47
პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსულ სახალხო დამცველს ხალხი პროტესტით შეხვდა

სახალხო დამცველს ხალხი ქუჩაში პროტესტით ხვდება. ლევან იოსელიანი ცოტა ხნის წინ პრეზიდენტთან იმყოფებოდა სასახლეში. ამ შეხვედრამ ნახევარ საათსაც არ გასტანა. ომბუდსმენის განმარტებით, პრეზიდენტმა მას მოსთხოვა ანგარიში ჩაებარებინა იმ დაშავებულების და დაკავებულების შესახებ, ვინც დღეს ომბუდსმენმა მოინახულა. რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ კი იოსელიანს შეახსენეს რომ მისი მთავარი მოვალეობა ხალხის გვერდით დგომა.

"პირველების" კითხვაზე, დადგება თუ არა სახალხო დამცველი ხალხთან ერთად აქცია, იოსელიანი ვერ პასუხობს.

ამაზე ბევრჯერ გამიკეთებია კომენტარი, მეც და მთელი აპარატი, იმისთვის რომ ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მიმდინარე აქციის, ამას ვაკეთებთ სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, სოციალური ქსელის მონიტორინგით, ტელევიზიის. აქციაზე დგომით ეფექტური მონიტორინგის გაკეთება შეუძლებელია.
იმისთვის, რომ შევაფასოთ პოლიციის ქმედება, იმისთვის რომ შევაფასოთ ადგილი ჰქონდა თუ არა უფლებამოსილების გადამეტებას, მნიშვნელოვანია ყველა წყარო, რომელიც სოციალურ მედიაში ან ტელევიზიაში არსებობს, ეს უნდა ვნახოთ და ამაზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს შეფასება.
ძალიან ვწუხვარ, რომ დაზარალებულები არიან. ყველა დაზარალებული შესახებ, ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია'', - ამბობს ლევან იოსელიანი.