პროტესტი გრძელდება - თსუ-სთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს

30.11.24 17:16
პროტესტი გრძელდება - თსუ-სთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს

პროტესტი თსუ-სთან - სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ნოემბრის სისხლიანი დარბევის ძალადობის ამსახველი ფოტოები მიიტანეს და ამ ფორმით გააპროტესტეს ძალადობა. 

სტუდენტები ცოტა ხანში მსვლელობით დაიძრებიან და პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. 

თბილისში ნოემბრის სახალხო აჯანყება გრძელდება. თავისუფლებისმოყვარე ხალხი დღეს ზუსტად შვიდ საათზე ისევ რუსთაველზე შეიკრიბება.  დარბევამ, დასისხლიანებამ, ცემამ, დააკავებებმა, წყლის ჭავლით ანგარიშსწორებამ, წიწაკის სპრეის შესხმამ, ვერაფერმა გაჭრა. ხალხს ახლა უფრო მეტი სურვილი გაუჩნდა დაიცვან საკუთარი ქვეყსნა. ნოემბრის ორი სისხლიანი ღამის შემდეგ, დღევანდელი დღის პროტესტი თსუ-სთან დაიწყეს სტუდენტებმა, რომელბიც ცოტა ხანში პარლამენტისკენ დაიძრებიან.