აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან - ხალხი ტელევიზიისგან ეთერის დათმობას მოითხოვს

30.11.24 17:28
აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან - ხალხი ტელევიზიისგან ეთერის დათმობას მოითხოვს

„საზოგადოებრივი მატყუარა“, „ამხილე რეჟიმი“ - ამ მოწოდებებით საქართველოს პირველი არხის შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილებს აქვთ 4 პუნქტიანი მოთხოვნები, რომელთა შორის არის საეთერო დროის დათმობა იმისათვის, რომ საზოგადოებამდე და არა მარტო საკუთარი სათქმელი მიიტანონ. 

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებენ, რომ აქციაზე ძალადობის ფაქტები შეულამაზებლად გააშუქონ. 

მედია, რომ უნდა იყოს თავისუფალი ამაზე უკვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში აღარავინ კითხვას აღარ სვამს. ეს ასეა თუ გვინდა, რომ შემდგარი საზოგადოება არსებობდეს და ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება. 78-ე მუხლი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ მოითხოვა თავის დროზე და რომელიც კონსტიტუციით არის გამყარებული გულისხმობდა ზუსტად მას და ამაში ჩვენ ყველანი შეთანხმებულები ვართ'', - ამბობს აქციაზე მყოფი ნინო ზაუტაშვილი.