ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

30.11.24 18:19
ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის მერიასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე შეაჩეროს, სხვადასხვა თაობის და პროფესიის ადამიანები აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, „საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ქვეყნის გარუსებას არავინ შეეგუება“.