პროტესტი ბათუმში - აჭარის ტელევიზიასთან სპეცრაზმის უპრეცედენტო მობილიზებაა

30.11.24 20:47
პროტესტი ბათუმში - აჭარის ტელევიზიასთან სპეცრაზმის უპრეცედენტო მობილიზებაა

აჭარის ტელევიზიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმის უპრეცედენტო მობილიზებაა - ევროპული მომავლის მცველების მოპირდაპირე მხარეს გომელაურის უწყების ათასობით წარმომადგენელი დგას.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ერთს, "ქართული ოცნების" მიერ გადადგმულ ანტიევროპულ ნაბიჯებს აპროტესტებენ და საგარეო კურსის ცვლილებას ითხოვენ.

ბათუმის პარალელურად, საპროტესტო კერა თბილისშიც არის. მიუხედავად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა, მოქალაქეები კვლავ პარლამენტთან დგანან და ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ.