"ოცნების" გადაწყვეტილებები ქვეყნის ევროინტეგრაციას ძირს უთხრის - ლიეტუვაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები

30.11.24 22:08
"ოცნების" გადაწყვეტილებები ქვეყნის ევროინტეგრაციას ძირს უთხრის - ლიეტუვაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები

ლიეტუვაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სალომე შაფაქიძეს ოფიციალური განცხადებით მიმართავენ და მას "ქართული ოცნების" ანტიევროპული განცხადებისგან გამიჯვნას სთხოვენ. 

საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტები წერენ, რომ "საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობის მიერ ახლო წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს".

2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მიერ ევროპის კავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე განცხადებისა და ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გვსურს გამოვთქვათ ღრმა მწუხარება და მოვითხოვოთ თვითგამოცხადებულ მთავრობას გაემიჯნონ საქართველოს წარმომადგენლები და ელჩი ლიეტუვაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობის მიერ ახლო წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილსა და მიზანს, ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციას, ჩვენივე უსაფრთხოებასა და ნების თავისუფლად გამოხატვას მსგავს ქმედებებზე თქვენგან არანაირი ობიექტური რეაგირება თავადვე გულისხმობს თქვენი მხრიდან თვითგამოცხადებული მთავრობის გადაწყვეტილების მხარდაჭერას, შესაბამისად, ჩვენ, ქართველი სტუდენტები ლიეტუვაში მკაცრად მოვითხოვთ გადადგეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვაში, სალომე შაფაქიძე.

ჩვეს ვემიჯნებით პრორუსულ მმართველობას და ყველაფერ იმას, რაც ევროპულ მომავალს გვაშორებს", - წერია განცხადებაში