"თქვენ უნდა გადადგეთ" - ბუღაძე საზმაოს დირექტორს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მწერალმა ლაშა ბუღაძემ "პირველი არხის" გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.
"თქვენ უნდა გადადგეთ" - მიმართა ლაშა ბუღაძემ თინათინ ბერძენიშვილს პირდაპირ ეთერში.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, რომლებიც არხის ხელმძღვანელობისგან ეთერის დათმობას და აქციის ობიექტურად გაშუქებას ითხოვდნენ, შეთანხმება შედგა. მოქალაქეებს ეთერი 20:00-ზე დაეთმოთ. მათი სიტყვა ნინო ზაუტაშვილის გადაცემა ''რეალურ სივრცეში'' გაჟღერდა.ტო