ყალბი კოვიდპასპორტები საქართველოში - დაკავებულებიდან 2 მოქმედი ექთანია

31.08.21 17:01
ყალბი კოვიდპასპორტები საქართველოში - დაკავებულებიდან 2  მოქმედი ექთანია

ყალბი კოვიდპასპორტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებული თაღლითური ჯგუფის  7 წევრიდან 2 მოქმედი ექთანია, ერთი ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი, ერთი კი სილამაზის სალონში მუშაობდა. შვიდივე დაკავებული ამ წუთებში ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ იციან, აღიარებენ თუ არა  მათი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს, რადგან მათთან ჯერ არ უსაუბრიათ.  

სუს-ის ინფორმაციით, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები "ფაიზერის" ვაქცინის დამდასტურებელ ყალბ  დოკუმენტს 350 ევროდ, "სინოფარმის" კი 400 ლარად ამზადებდნენ. უცნობია, რამდენი ადამიანი გადაადგილდება საქართველოში ყალბი კოვიდპასპორტით. 

მსგავსი სიახლეები