აქციაზე ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა - მომიტინგეები ძალადობაში სპეცრაზმს ადანაშაულებენ

01.12.24 01:32
აქციაზე ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა - მომიტინგეები ძალადობაში სპეცრაზმს ადანაშაულებენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცს სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ.

თვითმხილველების ცნობით, დაშავებულს ნიღბიანებმა სახისა და სხეულის არეში ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც ახალგაზრდას გული წაუვიდა და სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა. 

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პარლემენტის შიდა ტერიტორიიდან, მათ შორის სამზარეულოდან იყენებენ.

ჩამსხვრეულია ფანჯრები და არსებული ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების სამუშაო ოთახებში გდდ-ის თანამშრომლები გადადაგილდებიან. 

რაც შეეხება უშუალოდ ჭიჭინაძის ქუჩას, ბოლო რამდენიმე წუთში მომიტინგეების მისამართით წყლის გაშვება რამდენჯერმე მოხდა. საპოლიციო ძალები ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც.