თვითმხილველი: სპეცრაზმმა 4 არასრულწლოვანი აქციიდან გაიტაცა

01.12.24 01:46
თვითმხილველი: სპეცრაზმმა 4 არასრულწლოვანი აქციიდან გაიტაცა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სპეციალური დანიშნულების რაზმებმა 4 არასრულწლოვანი გაიტაცეს - რიუნფორმაციას "პირველებს" თვითმხილველი უდასტურებს. 

მისი მონათხრობის თანახმად, მოზარდები ბარიკადებზე აბრახუნებდნენ, რა დროსაც გდდ-ის თანამშრომელმა ერთ არასრულწლოვანს ქვა ესროლა.

ბექა კვაჭანტირაძის ინფორმაციით, საფეთქლის არეში ქვის მოხვედრის შედეგად, მოზარდმა გონება დაკარგა - "ის უგონო მდგომარეობაში გადაათრიეს უკანა მხარეს".

თვითმხილველი ასევე ამბობს, რომ ოთხი არასრულწლოვნიდან ერთი 14-ის, ხოლო მეორე 13 წლისაა.