"ქართველ ხალხზე განხორციელებულ ძალადობას კატეგორიულად ვგმობთ" - "ომნიბუს ექსპრესი"
"ომნიბუს ექსპრესი" სპეციალური დანიშნულების რაზმების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას გმობს.
"რუსეთი ვერასოდეს იქნება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელი" - წერს "ომნიბუს ექსპრესი".
კატეგორიულად ვგმობთ ქართველ ხალხზე განხორციელებულ ძალადობას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ საზოგადოებას. რუსეთი ვერასოდეს იქნება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელი. საქართველოს ადგილი ევროპაშია. #რუსეთიოკუპანტია" - ნათქვამია ფეისბუქ პოსტში.