საქართველოს ICT სექტორი მკაფიოდ აფიქსირებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე
"საქართველოს ICT სექტორი მკაფიოდ აფიქსირებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე" - ამის შესახებ საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.
ICT წერს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ტექნოლოგიური წინსვლის აუცილებელ წინაპირობას მხარს სრულად უჭერს.
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ტექნოლოგიური წინსვლის აუცილებელ წინაპირობას.
საქართველო აუცილებლად უნდა დარჩეს ევროპულ სივრცეში და არ უნდა გადავუხვიოთ იმ გზას, რომელიც კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
ვგმობთ ძალადობას და ვუერთდებით ქართველ ხალხს, რომელიც მშვიდობიანად და ერთიანად იცავს ევროპული მომავლის გზას. ერთად ევროპისკენ!" - წერია განცხადებაში.