"მიუღებელია დასავლური კურსიდან გადახვევა და მოქალაქეების მიმართ ძალადობა" - თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები

01.12.24 03:04
"მიუღებელია დასავლური კურსიდან გადახვევა და მოქალაქეების მიმართ ძალადობა" - თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის დეკლარირებული დასავლური კურსიდან გადახვევა და მოქალაქეების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა მიუღებელია."მიუღებელია დასავლური კურსიდან გადახვევა და მოქალაქეების მიმართ ძალადობა" | თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები

თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში. ასევე ვთვლით, რომ მიუღებელია ქვეყნის დეკლარირებული დასავლური კურსიდან გადახვევა და მოქალაქეების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიც არის - თანაგრძნობა, ღირსება, თავისუფლება და პატივისცემა." - წერია განცხადებაში.